რეზონანსი
16.10.2023

საქართველოს მოქალაქეებს ახსოვთ, საარჩევნო უბნების დაკეტვიდან რამდენიმე საათში ატყდა მთელი ამბავი, რათა როგორმე, წინსწრებით მომხდარიყო საარჩევნო კომისიის დისკრედიტაცია, რომ ამდენ ხანს ხმები ვერ დათვალეს, - ასე უპასუხა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პოლონეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე დასმულ შეკითხვას.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოში 2020 წლის არჩევნებზე უბნების დახურვიდან სამ-ოთხ საათში ითხოვდნენ დათვლილ ხმებს, მაშინ, როდესაც ეს თეორიულადაც შეუძლებელია.

მისივე თქმით, მიზანი საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია იყო.

„ვხედავთ ევროპულ პრაქტიკას, რომ 70 პროცენტია დათვლილი, შესაბამისად, 30 პროცენტი კვლავ დაუთვლელია. თითქმის ცხრის ნახევარია, შესაბამისად, რამხელა სპეკულაციასთან გვქონდა საქმე. გარდა იმისა, რომ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები გააყალბეს და ათასგვარი რამ იკადრეს იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მომხდარიყო, პირველივე საათებში სამი-ოთხი საათის გასვლის შემდეგ, დათვლილ ხმებს ითხოვდნენ, მაშინ როდესაც იციან, რომ ეს თეორიულადაც შეუძლებელია. პოლონელები ამ დრომდე მოუნდნენ 70 პროცენტის დათვლას", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×