რეზონანსი
16.10.2023

დღეიდან ფორმალურად განიხილება პრეზიდენტად, დარჩება ე.წ. კოჭლ იხვად - ამ უმწვავესი შეფასების ავტორი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეა. 

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, მმართველმა პარტიამ კი მიზანს მიაღწია. 

სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა არ დარჩა რეაგირების გარეშე. რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს, ის დღეიდან მხოლოდ ფორმალურად განიხილება საქართველოს პრეზიდენტად, საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოლო, მეექვსე წელს, ის სრულად იქნება მოკლებული პოლიტიკურ და მორალურ ლეგიტიმაციას და დარჩება, ამერიკული ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ე.წ. კოჭლ იხვად, რომელიც უფსკრულისკენ მიმავალ კოლექტიურ ნაცმოძრაობას არის ადევნებული.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.

სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3-მა დააფიქსირა - ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×