რეზონანსი
16.10.2023

"ოცნება" საბოტაჟს უწყობს კანდიდატის სტატუსს - ასეთია ოპოზიციის პირველი შეფასება. "ლელო საქართველოსთვის" ოფისში საგანგებო ბრიფინგი პარტიის ლიდერებმა რამდენიმე წუთის წინ გამართეს. 

ბადრი ჯაფარიძის თქმით, სასამართლომ გაახმოვანა ის, რაც დაუკვეთა ქართულმა ოცნებამ და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

სასამართლომ გაახმოვანა ის, რაც ქართულმა ოცნებამ დაუკვეთა და კერძოდ, კობახიძემ, როგორც ოცნების თავმჯდომარემ და ამ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც არის ქართული ოცნების ნების ბრმად აღმსრულებელი. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების ეს მცდელობა, გამომდინარე რუსეთიდან მიღებული ინსტრუქციებისგან, ემსახურება იმას, რომ ხელი შეუშალოს სალომე ზურაბიშვილს იმ უმნიშვნელოვანესი ვიზიტების განხორციელებაში, რომელიც ემსახურებოდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ხელი შეუშალოს მის შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან. ამას ემსახურება მთელი ეს ავანტიურა, რომელიც წამოიწყო ქართულმა ოცნებამ და რომელიც დღეს გაახმოვანა, სამწუხაროდ, ქართული ოცნებისთვის დაქვემდებარებულმა საკონსტიტუციო სასამართლომ", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.

სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3-მა დააფიქსირა - ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×