რეზონანსი
16.10.2023

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი "ქართულმა ოცნებამ" სესიაზე შესაძლოა არ გაიტანოს. ამ განცხადებას "პირველებთან" ინტერვიუში" ქართული ოცნების" დეპუტატი აკეთებს.

ირაკლი ზარქუა ღიად ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსგან სიურპრიზებს არ ელოდება. 

ითქვა წინა კვირას, რომ 16 ოქტომბერს გამოცხადდებოდა გადაწყვეტილება, რაც ისედაც ცხადია. იცის, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ იცის და თვითონ პრეზიდენტმაც იცის, რომ კონსტიტუცია დაარღვია. ბატონი კობახიძის ლექციით, რასაც უტარებდა პრეზიდენტის წარმომადგენლებს, მივხვდით, რომ 2-ჯერ ორი ოთხია. პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და ამის შესახებ, მაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამას დაადასტურებს.

კენჭისყრის თემა მიზანი არ არის, რომ მოვაგროვოთ 100 ადამიანი. ჩვენი მიზანი იყო, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა სტატუსის იქნება თანამდებობის პირი, ვინც დაარღვევს კონსტიტუციას, გვინდოდა დაგვეფიქსირებინა.

(შეკითხვა: შესაძლოა კენჭისყრაზე არ გაიტანოთ?) - არ გამორიცხოთ. არ გვიმსჯელია, მაგრამ არ გამორიცხოთ,“ - ამბობს ზარქუა.

 ზარქუას მსგავს პოზიციას "ქართული ოცნების" დეპუტატების ნაწილი არ იზიარებს. როგორც საკონსტიტუციო სარჩელის თანაავტორი გიორგი კახიანი ამბობს, გუნდში ფიქრობენ, რომ იმპიჩმენტის საკითხს პოლიტიკური ხასიათიდან გამომდინარე კენჭისყრაზე დააყენებენ.

რეგლამენტი ითვალისწინებს იმ შემთხვევასაც, რომ კენჭისყრები არ ჩატარდეს. ის ითვალისწინებს იმ შემთხვევასაც, ბუნებრივია, კენჭისყრები ჩატარდება. ჩვენ ახლა ვფიქრობთ, რომ ჩავატარებთ კენჭისყრებს და შესაბამისი მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან ექნება ასეთ გადაწყვეტილებას. დაველოდოთ, ეს არის ის პოზიცია, რაც გამაჩნია. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. 

პრეზიდენტს თუ არ შეუწყდა უფლებამოსილება, ის ჩვეულებრივ გააგრძელებს უფლებამოსილებას მანამ, სანამ ახალი პრეზიდენტი არ იქნება არჩეული.

მორალურ მხარეს რაც შეეხება, ეს თავად პრეზიდენტს უნდა კითხოთ, მისთვის რამდენად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს ექნება ასეთი გადაწყვეტილება გამოტანილი, რომ დაარღვია კონსტიტუცია, მისთვის მორალურად რამდენად მისაღები იქნება, რომ გააგრძელოს პრეზიდენტობა, ეს მას უნდა ჰკითხოთ,“ - ამბობს გიორგი კახიანი.

რეგლამენტის 179-ე მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის გადმოგზავნის შემდეგ, თუ პარლამენტში იმპიჩმენტის საქმეზე კენჭისყრა არ ჩატარდა, საკითხი მოხსნილად ჩაითვლება და დაუშვებელი იქნება თანამდებობის ამავე პირისთვის იმპიჩმენტის საქმის ხელახლა დაწყება. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×