რეზონანსი
16.10.2023

რატომ აუქმებს "ქართუ ფონდი" ქონებების ნასყიდობას და რას შეიძლება უკავშირდებოდეს ბოლო რამდენიმე დღეში სამი მსხვილი ქონების დაბრუნება? - ინფორმაციას ირაკლი აბესაძე ასაჯაროებს და წერს, რომ ყველა ის ქონება, რაც მარიკა ვერულაშვილის კომპანიას წინასწარი ნასყიდობით ჰქონდა გასხვისებული, უკან დაიბრუნა, მათ შორის, ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, ლაგუნე ვერე და ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკადა მიწის ნაკვეთი აბასთუმანში. 

ირაკლი აბესაძე დარწმუნებულია, რომ ფონდი "ქართუ" მრავალმილიონიანი ტრანზაქციების განსახორციელებლად იყენებდეს საეჭვო შემოწირულობებს და კავშირებს, შემოსავლები კი არასაქველმოქმედო მიზნებისთვის გამოიყენებოდეს.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქართუ ფონდმა:

გააუქმა წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულება და საკუთრებაში დაიბრუნა 80 145 კვ.მ მიწის ნაკვეთი თამარაშვილის ქუჩაზე (ყოფილი იპოდრომი).  ალბათ სხვა დეველოპერს მიყიდის;

გააუქმა შპს ,,ნეო სითი დეველოპმენტი”ს წილზე (რომელსაც მიყიდა ლაგუნე ვერე და ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკა კოსტავაზე, ასევე იპოდრომი, რომელიც ახლა უკან დაიბრუნა) ,,ფონდი ქართუ”ს სასარგებლოდ არსებული გირავნობის უფლება 80 მილიონ აშშ დოლარზე; 

აბასთუმანში შპს ,,ტურიზმის განვითარების ფონდმა” გამოისყიდა 35% წილი 18545 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და 26142 კვ.მ შენობაზე.

რატომაა ეს საინტერესო?! კიდევ ერთხელ, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ კანონმდებლობის უხეში დარღვევით გასაიდუმლოებულია საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუ”-ს ანგარიშები. არსებობს რეალური შესაძლებლობა ფონდი მრავალმილიონიანი ტრანზაქციების განსახორციელებლად იყენებდეს საეჭვო შემოწირულობებს და კავშირებს (მაგ: რუსი სანქცირებული ოლიგარქები), მისი შემოსავლები კი გამოიყენებოდეს არასაქველმოქმედო მიზნებისთვის," - წერს ირაკლი აბესაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×