რეზონანსი
16.10.2023

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" განცხადებით, დღეს, 16 ოქტომებრს, როსტევანის ქუჩა N4-ის მიმდებარედ წყალსადენის მაგისტრალური მილი, რომელიც ვაკე-საბურთალოს რაიონის ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.

კომპანია ამბობს, რომ წყალმომარაგების მაგისტრალურ მილზე რთული აღდგენითი სამუშაოები დღეს, 16 ოქტომბერს, 13:00 საათიდან დაიწყება და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 16 ოქტომბერს, 13:00 საათიდან ხვალ, 17 ოქტომბერს, დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში:

ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, ვაჟა-ფშაველას I, II, III, IV, V, VI, VII კავრტლებს, ნუცუბიძის III მიკრორაიონს, ნუცუბიძის ქუჩის ნაწილს, სანდრო ეულის, ნადირაძის, ქავთარაძის, მაღალაშვილის, ჩხეიძის, ზაქარიაძის, თავაძის, ბუაჩიძის, მირზა გელოვანის, მიქელაძის, გამრეკელის, ნადარეიშვილის, დელისის, ზალდასტანიშვილების, ბუდაპეშტის, გაზაფხულის, თავხელიძის და მიმდებარე ქუჩებს, ასათიანის, ლვოვის და ონიაშვილის ქუჩების ნაწილს

სოფელ დიღომში:

ხატაეთის, ფარნავაზის, შერმადინის, გიორგიწმინდას, მოციქულთასწორის ნინოს, გიორგი ბრწყინვალის, მიხეილ მესხის ქუჩებს და მიმდებარე ქუჩებს. როსტევანის II ჩიხს

ზაჰესში:

ხანძთელის ქუჩის ნაწილს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×