რეზონანსი
15.10.2023

რომის პაპმა ფრანცისკე ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დერეფნების შექმნისა და „ჰამასის" მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

„ვფიქრობ უამრავ ადამიანზე, რომლებიც იტანჯებიან, ახალგაზრდებსა და მოხუცებზე და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ტყვეების გათავისუფლებისკენ. გთხოვთ, პატივი სცეთ ჰუმანიტარულ ვითარებას ღაზაში, რათა უზრუნველყოთ ჰუმანიტარული დერეფნების შექმნა მთელი მოსახლეობის დასახმარებლად", - განაცხადა პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე გამოსვლისას.

მისი თქმით, „დიდი მწუხარებით ადევნებს თვალს ისრაელსა და პალესტინაში არსებულ ვითარებას".

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ის „დიდი მწუხარებით ადევნებს თვალს ისრაელსა და პალესტინაში არსებულ ვითარებას".

„გთხოვთ, აღარსად დაიღვაროს სისხლი. ომები ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს", - აღნიშნა პაპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×