რეზონანსი
15.10.2023

​აშშ თავის მოქალაქეებს ისრაელიდან კვიპროსში საზღვაო გზით გადაიყვანს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

გემით, რომელიც ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჰაიფას 16 ოქტომბერს დატოვებს, მხოლოდ აშშ-ს მოქალაქეებსა და მათი ოჯახების უახლოეს წევრებს შეეძლებათ სარგებლობა. მგზავრობის ხანგრძლივობა, სავარაუდოდ, 10-12 საათი იქნება.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×