რეზონანსი
15.10.2023

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ კონსტიტუციის უხეში დარღვევა და მათ შორის პრეზიდენტის მიმართ ნდობის დაკარგვა ასახული ყოფილიყო კონკრეტულ პოლიტიკურ აქტში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს კონსტიტუციის ირგვლივ და სამართლებრივ ჭრილში განსჯის პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს. თუ გადაწყვეტილება დადებითი იქნება, პროცესი პარლამენტში გადმოინაცვლებს. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ოცნებას არ ჰყოფნის მანდატები იმპიჩმენტის ბოლომდე წარმატებით დასასრულებლად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ კონსტიტუციის უხეში დარღვევა და მათ შორის პრეზიდენტის მიმართ ნდობის დაკარგვა ასახული ყოფილიყო კონკრეტულ პოლიტიკურ აქტში", - განაცხადა წილოსანმა.

დაარღვია თუ არა კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტმა - მოსამართლეების გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი. თუ საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, იმპიჩმენტის პროცედურა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს. პრეზიდენტის იმპიჩმენტს 100 დეპუტატის ხმა სჭირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×