რეზონანსი
15.10.2023

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ხარკოვისა და ზაპოროჟიეს რეგიონები დაბომბა, -ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.

მათივე ცნობით, რუსი სამხედროების მიერ იზიუმის რაიონის დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა და რუსეთის არმიამ დასახლებული პუნქტი დაბომბა.

გასული დღის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა უპილოტო აპარატებით და რეაქტიული სისტემებით იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს რეგიონზე. უკრაინის არმიის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის არმიასთან 60-მდე შეტაკება მოხდა. მთლიანობაში კი რუსმა სამხედროებმა 2 სარაკეტო და 43 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×