რეზონანსი
15.10.2023

ისრაელის ქმედებები ღაზაში თავდაცვის ფარგლებს გასცა, ისრაელის მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ღაზელი ხალხის კოლექტიური დასჯა, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ განაცხადა.

ჩინეთის საგარეო უწყების ცნობით, ეს განცხადება ჩინელმა დიპლომატმა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პრინც ფაიზალ ბინ ფარჰანთან სატელეფონო საუბრისას გააკეთა.

„ყველა მხარემ არ უნდა განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც სიტუაციის ესკალაციას იწვევს, მხარეები უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას რაც შეიძლება მალე", - განაცხადა ვან იმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×