რეზონანსი
15.10.2023

დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ უკვე პარლამენტში განვიხილოთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი და კენჭისყრები ჩავატაროთ, - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა განაცხადა.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენ არ გვაქვს ხმების ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ პრეზიდენტს უფლებამოსილება შეუწყდეს. ვნახოთ რა პოზიციას დაიჭერს ოპოზიცია. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ იმ გადმოსახედიდან, რომ კონსტიტუციის დაცვა არის უზენაესი ღირებულება, ოპოზიციამაც სწორის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ასეთ შემთხვევაში", - განმარტა გიორგი კახიანმა.

დაარღვია თუ არა კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტმა. მოსამართლეების გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი. თუ საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, იმპიჩმენტის პროცედურა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცველს. პრეზინდეტის იმპიჩმენტს, კი 100 დეპუტატის ხმა სჭირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×