რეზონანსი
15.10.2023

ისრაელიდან თბილისის მიმართულებით დღეს კიდევ ერთი დამატებითი რეისი შესრულდება. საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია ამბობს, რომ ამ რეისზე 45-ზე მეტი მცირეწლოვანი ბავშვი თავის ოჯახთან ერთად გამოემგზავრება თბილისში. რაც შეეხება ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, ელჩი აცხადებს, რომ ცნობა დაშავებულთა ან გარდაცვლილთა შესახებ საელჩოში ამ დრომდე არ შესულა.

„დაშავებული, ან დაკარგული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა დღემდე. ჩვენი მედიის მიერ ძალიან ხშირად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რის გამოც პანიკა ვრცელდება ხოლმე. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს არასწორი ინფორმაციები უარვყოთ და დავუზუსტოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელში არიან. დაემატა დამატებითი კომერციული რეისი "ჯორჯიან ეარვეიზის" მიერ და ამ რეისზე ძირითადად საქართველოს მოქალაქეები იქნებიან. ჩვენ მოვახერხეთ და ძირითადად ისეთ მოქალაქეებს დავეხმარეთ, რომლებსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ. 45-ზე მეტი მცირეწლოვანი ბავშვი გამოემგზავრება მშობლებთან ერთად დღეს თბილისის მიმართულებით“, - აცხადებს ჟვანია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×