რეზონანსი
13.10.2023

რამდენადაც დასუსტდება „ნაციონალური მოძრაობა", იმდენად მარტივი გახდება ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების" გაშვება, - ასეთია დეპუტატ ალეკო ელისაშვილის პოზიცია.

მისივე აზრით, „ნაციონალურ მოძრაობას" რაიმენაირი ფორმით კოალიციის შექმნა ძალიან გაუჭირდება.

„კვიპროსზე ფრენებიც იმას ადასტურებს, რომ შიგნით აქვთ პრობლემა, რაც არ იმალება და ღიად არის გამოსული. „ნაციონალურ მოძრაობას" მაქსიმალურ დასუსტებას ვუსურვებ, რადგან რამდენადაც დასუსტდება, იმდენად მარტივი გახდება „ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან გაშვება - ეს ერთმანეთზე დამოკიდებული საკითხებია", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×