რეზონანსი
11.10.2023

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი ისრაელში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ისრაელში ჩავიდა, რათა „ჰამასის" ტერორისტული თავდასხმების შემდეგ ისრაელის მოქალაქეების მიმართ გაერთიანებული სამეფოს ურყევი მხარდაჭერა დაადასტუროს", - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კლევერლი ვიზიტის ფარგლებში თავდასხმების შედეგად გადარჩენილ მოქალაქეებსა და ისრაელის მაღალჩინოსნებს შეხვდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×