|

ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს 4-5 ფრენა, რომელსაც სხვადასხვა ავიაკომპანია ასრულებს ისრაელიდან და მინდა აღვნიშნო, რომ დაახლოებით 3000-მდე ადამიანმა ისარგებლა ამ ფრენით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
„სპეცრეისების საჭიროება დგება იმ შემთხვევაში, თუ ორ ქვეყანას შორის ფრენები არ არის. ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს 4-5 ფრენა, რომელსაც სხვადასხვა ავიაკომპანია ასრულებს და მინდა აღვნიშნო, რომ დაახლოებით 3000-მდე ადამიანმა ისარგებლა ამ ფრენით, რომლებიც ისრაელიდან ჩამობრძანდნენ საქართველოში. ჩვენთვის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ჩვენს საელჩოს რამდენიმე ცხელი ხაზი აქვს გახსნილი. მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს მოქალაქეებთან. არიან განსაკუთრებული ჯგუფები, ვთქვათ ბავშვები, რომლებიც სამკურნალოდ იყვნენ ჩასულები ისრაელში და ჩვენ მათ მაქსიმალურად ვუჭერთ მხარს იმისთვის, რომ დროულად მოხდეს მათი სხვა ლოკაციაზე გადაყვანა, ან საქართველოში დაბრუნება და ამის ძალიან კარგი პრეცედენტები უკვე გვაქვს. ვაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების საჭიროებების ადგილზე იდენტიფიცირებას. ვეხმარებით მათ ავიაკომპანიებთან კომუნიკაციაში. დღეს 4 ფრენაა დაგეგმილი და სწორედ ამ კომერციული ფრენებით სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები. მესმის, შეიძლება ერთდროულად ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყოს კონკრეტულ ფრენაზე ბილეთის შეძენის შესაძლებლობა, მაგრამ არის ფრენები და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენს მოქალაქეებსა და ავიაკომპანიას შორის ბარიერები არ იყოს და მოქალაქეებმა შეიძინონ ბილეთები. ჩვენ ვაგრძელებთ კომუნიკაციას, საჭირო შემთხვევაში სასტუმროებითაც უზრუნველვყოფთ ჩვენს მოქალაქეებს თუკი ისინი კონკრეტულ შემთხვევებში გამოუვალ მდგომარეობაში არიან. ვაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვას და დარწმუნებული ვარ ყველა მოქალაქე, რომელსაც საქართველოში დაბრუნება უნდათ, შეძლებს დაბრუნებას", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|