რეზონანსი
11.10.2023

უნგრეთი არის ერთ-ერთი გამორჩეული და ძლიერი მხარდამჭერი, როცა საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას, ჩვენი ქვეყნის წარმატებულ სვლას საბოლოო მიზნისკენ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვს.

„ჩვენ ინდივიდუალურად ვმუშაობთ ყველა წევრ ქვეყანასთან, მათ შორის უნგრეთთან, რათა უნგრეთის ძლიერი მხარდაჭერა გვქონდეს. ჩვენი, ყველას საერთო მიზანია ევროპული პერსპექტივის შემდეგ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. უნგრეთისა და ევროკავშირის კიდევ სხვა, ბევრი წევრი ქვეყნის ძალიან ძლიერი და პოზიტიური გზავნილები გვაქვს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მიიღებს. უნგრეთი არის ერთ-ერთი გამორჩეული და ძლიერი მხარდამჭერი, როცა საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას, ჩვენი ქვეყნის წარმატებულ სვლას საბოლოო მიზნისკენ. ეს არის ევროკავშირის საბოლოო, სრულფასოვანი წევრობა", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×