რეზონანსი
11.10.2023

არაფორმალურ მმართველობაშიც ვერ ივარგა. ფორმალურ მმართველად არც არავის უღიარებია, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ლევან ხაბეიშვილის და ნაცმოძრაობის წევრების გამგზავრებას უცხოეთში დავით კეზერაშვილთან შესახვედრად.

მაჭარაშვილის თქმით, ნაცმოძრაობაში კარგი პროცესები მიდის, რადგან პარტიაში შიდა დაპირისპირებაა.

„არაფორმალური მმართველობა, რომელიც აღიარეს „ნაციონალურ მოძრაობაში", მათ მრავალმხრივი აქვთ. არაფორმალური მმართველიც კი, რამდენიმე ჰყავთ.

ცუდ დღეშია ახლა ხაბეიშვილი. ერთი ფეხი „ვივამედში" აქვს, მეორე კვიპროსში და აქ რით იაროს აღარც იცის. არ არის გამორიცხული აქ ამ მიზეზითაც გადააყენონ, იმიტომ რომ არაფორმალურ მმართველობაშიც ვერ ივარგა. ფორმალურ მმართველად არც არავის უღიარებია, მაგრამ არაფორმალური მმართველობის დროსაც ასეთი აჯაფსანდალი შექმნა პარტიაში.

რეალურად კარგი პროცესები უკვე მოხდა", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×