რეზონანსი
11.10.2023

მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანის ვიზიტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

სეფაშვილის თქმით, საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ეზრდება.

„ორბანის ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც დაისახა გეგმა, საქართველო გახდეს სატრანსპორტო ჰაბი ენერგორესურსებისთვის თუ ასე შემდეგ, ეს საუბარი არ დარჩა საუბრად და საქმიანი ვიზიტი განხორციელდა. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ეზრდება და საქართველოში მშვიდობა და სტაბილურობა იქნება არა მხოლოდ საქართველოს ინტერესში, არამედ ყველა იმ ქვეყნის ინტერესში, მათ შორის ევროკავშირის ინტერესებში, რომლებიც ისარგებლებენ საქართველოს გავლით თავიანთი ეკონომიკური საქმიანობისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის, ევროკავშირისთვის და ზოგადად მსოფლიოსთვის", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ვიქტორ ორბანი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად საქართველოს 10 ოქტომბერს ეწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×