რეზონანსი
11.10.2023

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.

„11 ოქტომბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ჩუღურეთის რაიონში, დ. აღმაშენებლის გამზ. N38-თან არსებულ წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 11 ოქტომბერს, 17:00 საათიდან,  11 ოქტომბრის 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

აღმაშენებლის გამზირი N14-52, N23-55, სოსო წერეთელის, სუნდუკიანის, სუნდუკიანის შესახვევი, მაზნიაზვილი N1-15, N2-10, კოლაუ ნადირაძის, რომის, წინამძღვრიშვილის N50, N52 ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის", - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×