რეზონანსი
10.10.2023

ჩვენ ევროკავშირში გვყავს გულმხურვალე მხარდამჭერი სახელმწიფო, როგორიც არის უნგრეთი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„უნგრეთი სამართლიანად და დაბეჯითებით მოითხოვს, რომ საქართველოს მიეცეს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი. ვხედავთ, რომ ევროპის ყველა წამყვანი ლიდერი ამბობს, რომ საქართველოს

ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს მხარს დაუჭერს, მაგრამ ყველაზე მკაფიოდ ამის გამოთქმას ბატონი ორბანი ახერხებს“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×