
რატომ გაილახა ეძგვერაძე, ეს იცის მან ყველაზე კარგად - "ოცნების" დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე ამბობს, რომ ენმ-ს დეპუტატი ქუჩის ბიჭების მსგავსად მოიქცა და იმიტომ გაილახა.
რატომ გაილახა ეძგვერაძე, იცის ეძგვერაძემ ყველაზე კარგად. შეგიძლიათ ჰკითხოთ და მიიღებთ მისგან პასუხებს. მე ვიცი, რატომ გაილახა, იმიტომ, რომ მოიქცა ისე, როგორც არ უნდა მოქცეულიყო. ქუჩის ბიჭები როგორც იქცევიან ისე არ უნდა მოქცეულიყო". - ამბობს ბოჟაძე.
გლდანელი "პუშკინა" ისევ ხელშეუხებელია - ოპოზიციონერ დეპუტატზე თავდასხმის მიუხედავად, ის გამოკითხვაზეც კი არ დაუბარებიათ. არადა მის წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულებები " შაბათის ეთერმა" ჯერ კიდევ 10 დღის წინ გაასაჯაროვა.
"პუშკინა", იგივე გიორგი მჭედლიშვილი იმ ავტომობილს მართავდა, რომელიც ირაკლი ეძგვერაძეზე დაჯახებას ცდილობდა და რომელიც რამდენიმეწამიანი უწყვეტ კადრში ჩანს.
მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე საგამოძიებო უწყებამ საჭიროდ არც "ოცნების" წევრი საკრებულოს დეპუტატების დაბარება მიიჩნია, მათ შორის უწყებაში არ მისულა კოტე ზარნაძე, გლდანის მაჟორიტარი, რომელსაც ოპოზიცია თავდასხმის ორგანიზებაში ადანაშაულებს