რეზონანსი
10.10.2023

„ჰამასის" პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიეს განცხადებით, ისრაელთან მძევლების შესახებ მოლაპარაკებები მანამდე არ გაიმართება, სანამ საომარი მოქმედებები არ დასრულდება.

„ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ ყველა მხარეს, რომლებიც მძევლების საკითხში არიან ჩართულები. ეს თემა ბრძოლების დასრულებამდე არ გაიხსნება", - აღნიშნა ჰანიემ.

ისრაელის მონაცემებით, „ჰამასის" ტყვეობაში 100-დან 150-მდე ადამიანი იმყოფება. ისინი ქვეყნის სამხრეთ ნაწილიდან გაიტაცეს.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა" გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის" ობიექტებზე იერიში დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×