რეზონანსი
10.10.2023

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერის, დანიელ ჰაგარის ცნობით, ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 123 სამხედრო დაიღუპა.

არსებული ცნობებით, ორივე მხრიდან 1 500-ზე მეტი ადამიანია დაღუპული მას შემდეგ, რაც "ჰამასის" დაჯგუფებამ ღაზადან ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა დაიწყო.

ისრაელის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 900-ს აჭარბებს. მათ შორის 260 ადამიანის ცხედარი მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე იპოვეს, რომელიც ღაზის საზღვართან ახლოს იმართებოდა. დაშავებულია 2 500 ადამიანი.

რაც შეეხება ღაზას, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიხედვით, დაღუპულთა რიცხვი 700-ს, დაშავებულთა კი 4000-ს აჭარბებს. ამასთან, პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაეროს სააგენტოს ინფორმაციით, ღაზას სექტორში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 180 000-ს აღწევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×