რეზონანსი
10.10.2023

ისრაელის მოხალისეობრივი სამძებრო-სამაშველო ორგანიზაცია ZAKA-ს ინფორმაციით, 10 ოქტომბერს ღაზის საზღვართან მდებარე კიბუც ბეერში 100-ზე მეტი გვამი იპოვეს. კიბუცი სასოფლო-სამეურნეო კომუნაა ისრაელში.

„კიბუციდან ცხედრები მთელი დღის განმავლობაში გამოგვქონდა", - თქვეს ორგანიზაციაში.

ორგანიზაციაში ასევე განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე 108 ცხედარია ნაპოვნი, თუმცა კიბუცის ტერიტორია ჯერჯერობით სრულად არ არის გაწმენდილი.

„დღეს მოხალისეები ბეერის კიბუცში შევიდნენ და იქ საზარელი სანახაობა დახვდათ - ზოგი გარდაცვლილი ზრდასრული იყო, ზოგიც - ბავშვი", - თქვა Zaka-ს წარმომადგენელმა.

სოფელი ბეერი ღაზის სექტორთან მდებარე პატარა სოფელია. ამ ეტაპზე ცნობილი დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით, ჰამასელმა ტერორისტებმა მოსახლეობის 10% გაანადგურეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×