რეზონანსი
10.10.2023

ოპოზიციამ დაიწყო სპეკულაცია, თითქოს ეს, პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების არჩევისა და გათავისუფლების წესის ცვლილება, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან იყოს კავშირში, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, პროექტი არ არის დაჩქარებული და პრეზიდენტის იმპიჩმენტს ვერ მოესწრება.

„ვფიქრობ, ამას ოპოზიცია უბრალოდ უნდა მოერიდოს, რომ სასაცილოდ არ გაიხადოს თავი, რადგან ეს პროექტი არ არის დაჩქარებული, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის დროს მოესწროს. ამაზე ეჭვის მიტანა მათი მხრიდან მხოლოდ არასერიოზული დამოკიდებულებაა. ეს არავითარ კავშირში არაა. თუმცა, რეგლამენტში ამგვარი ცვლილებები, ვფიქრობ, თითოეული დეპუტატის პასუხისმგებლობას ზრდის საზოგადოების წინაშე.", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×