რეზონანსი
09.10.2023

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩი, ჰადას მეიცადი მიიღო. მხარეებმა განიხილეს ისრაელში განვითარებული მოვლენები. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისრაელელ დიპლომატს დაუდასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა ისრაელის სახელმწიფოს მიმართ და კიდევ ერთხელ დაგმო ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული შეტევა და მიუსამძიმრა დაღუპულთა გამო. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას ყველა აქტუალურ საკითხზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×