რეზონანსი
09.10.2023

როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, კონსტიტუციის დაცვისა და პატივისცემის თემა ყველა განვითარებულ დემოკრატიაში არის ერთ-ერთი პირველი, რითაც ფასება დემოკრატიულობის ხარისხი

„რა საკვირველია, ამ შემთხვევაში საგანგებო მნიშვნელობა ექნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვეტილების დასაბუთებას. კენჭისყრის შემდეგ გამოვლინდება ის, თუ ვინ რა დამოკიდებულებაშია ქვეყანაში დემოკრატიასთან და კონსტიტუციასთან", - განმარტა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ფარული კენჭისყრის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მოხდება. შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში შედის. ახალი ცვლილებებით, ღია კენჭისყრის წესი, მათ შორის, თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე კენჭისყრის შემთხვევებზეც გავრცელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×