რეზონანსი
08.10.2023

ის­რა­ელ­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ცხად­და, მათ შო­რის თელ-ავივ­ში, ბენ გუ­რი­ო­ნის აე­რო­პორ­ტი და­კე­ტი­ლია, სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის სი­რე­ნე­ბი ის­მის ის­რა­ე­ლის თით­ქმის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ქვეყ­ნის აე­რო­პორ­ტებ­ში პა­ნი­კაა.

ქეთი გო­გა­ვა რვა წე­ლია რაც ის­რა­ელ­ში, კერ­ძოდ კი იე­რუ­სა­ლიმ­ში ცხოვ­რობს. Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, რომ ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში ტე­რო­რის­ტე­ბი და­დი­ან და სარ­დაფ­ში ჩას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც კი არ ეძ­ლე­ვა.

„მო­სახ­ლე­ო­ბა გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლია, რომ გა­რეთ არ უნდა გა­ვი­დეთ. რო­გორც ვიცი, ბევ­რი ტე­რო­რის­ტია აქაც შე­მო­სუ­ლი. სარ­დაფ­შიც ვერ გავ­დი­ვარ, ეგეც სა­ში­შია, მაგ­რამ ამ წუ­თებ­ში ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის გან­გა­ში სი­რე­ნა, შე­წყდა, მაგ­რამ ქუ­ჩებ­ში რომ ტე­რო­რის­ტე­ბი და­დი­ან, მა­ინც სა­ში­შია.

ინ­ფორ­მა­ცი­ას მხო­ლოდ ინ­ტერ­ნე­ტის და მე­გობ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ვი­გებ, მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ გა­რეთ არუნ­და გა­ვი­დე. გან­გა­შის დროს, ჩემს სახ­ლშიც მეს­მის სი­რე­ნის ხმა, მაგ­რამ ბომ­ბი იე­რუ­სა­იმ­ში არ ჩა­მო­ვარ­დლია აშ­ქე­ლონ­ში ჩა­მო­ვარ­და, სა­ზღვარ­თან. თუმ­ცა ახლა მთელ ის­რა­ელ­ში გა­რეთ ყოფ­ნა სა­ში­შია, იმი­ტომ რომ ყველ­გან არი­ან გა­ფან­ტუ­ლი ტე­რო­რის­ტე­ბი. ალ­ბათ ნა­ხეთ რო­გორ ხო­ცავ­დნენ ხალ­ხს.

ამ მდგო­მა­რე­ო­ბას მიჩ­ვე­უ­ლი ვარ. ბევ­რი წლე­ბია ასე გრძელ­დე­ბა. თან ის­რა­ე­ლი ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფოა ამი­ტომ არ მე­ში­ნია. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, საბ­რძო­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს ღა­ზა­ში, ის­რა­ე­ლი უტევს", - განაცხადა ქეთი გო­გა­ვამ.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×