
პარტია „მოქალაქეების" თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, კარგი იქნება, თუ „ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირების პროცესი დასრულდება.
„კარგი იქნება თუ დაასრულებენ ამ დაუსრულებელ დაპირისპირებას და რაღაცაზე ჩამოყალიბდებიან - ან გაიყრებიან, ან საბოლოოდ ერთად იქნებიან. ეს უკეთესი იქნება, რადგან დღე და ღამე ამის მოსმენა, ისევ მათი ამომრჩევლისთვის, კარგი ალბათ, არ არის, თუმცა არჩევნების ხმებს შემოდგომაზე დავითვლით, წიწილების არ იყოს და ვნახოთ", - აღნიშნა ელისაშვილმა.
„ნაცმოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს საკუთარ გეგმას წარადგენს. ჯერ ისევ უცნობია, მელია რჩება თუ არა „ნაციონალურ მოძრაობაში".