რეზონანსი
07.10.2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისრაელში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. შესაბამისი გზავნილი შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„გაუმართლებელი, სასტიკი და არაადამიანური აგრესია ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიუღებელია. ქართველი ხალხი მხარს უჭერს მოძმე ისრაელს. ასეთი ძალადობის ადგილი მსოფლიოში არ უნდა იყოს", - წერს პაპუაშვილი.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე ადგილობრივი დროით 6:30 საათზე განხორციელდა. შედეგად სულ მცირე 1 ადამიანი გარდაიცვალა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა" აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა" გამოაცხადეს და ღაზას სექტორში „ჰამასის" ობიექტებზე იერიში დაიწყეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×