რეზონანსი
06.10.2023

პარლამენტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის-მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" დადგენილების პროექტს 82 ხმით მხარი დაუჭირა.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საკითხი ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ორი ვაკანსიის შესავსებად კომისიის შექმნას, რომელიც კანდიდატებს შეარჩევს და პარლამენტს წარუდგენს.

„კონკურსი ჩატარდა, თუმცა კანდიდატების განაცხადების საკმარისი რაოდენობა არ შემოვიდა და კონკურსი ჩაიშალა. ამიტომ ხელახლა გამოცხადდა კონკურსი, ხელახლა უნდა შევქმნათ კომისია და დავამტკიცოთ შემადგენლობა, რომელიც ამ ვაკანსიებზე წარმოდგენილ განაცხადებს განიხილავს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომისიის შემადგენლობაში შედიან: ერმილე მესხია, დავით მაღლაფერიძე, მაკო ჯაოშვილი, გოდერძი შარაშია, ნინო მეუნარგია, მარიამ რაზმაძე, ნუგზარ ხავთასი, ნინო კაკულია და ნათია კუპრაშვილი.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×