რეზონანსი
06.10.2023

14 წლის გოგო, რომელიც დღეს ქმარმა მოკლა, იძულებითი ქორწინების მსხვერპლი იყო.  "კურიერის" ინფორმაციით, არასრულწლოვანი ცდილობდა მამაკაცისგან თავი დაეღწია და მშობლების სახლში დაბრუნებულიყო, რის გამოც მათ შორის კონფლიქტი საკმაოდ ხშირი იყო.

14 წლის არასრულწლოვანი მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა 28 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მოხდა. არასრულწლოვანი 2 თვის გათხოვილი იყო, ქმარმა კი მას ნათესავის ქორწილის სამზადისის დროს ესროლა. მიღებული ჭრილობის შედეგად გოგონა ადგილზევე გარდაიცვალა.

მკვლელობას არაერთი თვითმხილველი ჰყავს. 28 წლის მამაკაცი მკვლელობის შემდეგ მიიმალა და მას პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

წყარო: „რუსთავი2"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×