რეზონანსი
06.10.2023

6 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე დაგეგმილი სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა არ გაიმართა.

ლევან იოსელიანი დღეს პარლამენტში იმყოფებოდა, თუმცა პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის გახანგრძლივების გამო, ომბუდსმენის მოსმენა გადაიდო. მას სავარაუდოდ მომდევნო პლენარული სხდომების კვირის ფარგლებში მოუსმენენ.

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში, რომლითაც პარლამენტს იოსელიანმა უნდა გააცნოს, წინა სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიერ არის მომზადებული. აღნიშნული დოკუმენტი, წერილობითი სახით, პარლამენტში მიმდინარე წლის 31 მარტში შევიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×