რეზონანსი
06.10.2023

,6 ოქტომბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, ვ.დავითაშვილის ქუჩა N1-თან  წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 6 ოქტომბერს, 22:00 საათიდან 7 ოქტომბრის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში:

აეროპორტის დასახლებას; აეროპორტს, ფრანგულიანის ქუჩას, ლილოს 1 მ/რ 9,10,11,12  კორპუსებს, კახეთის გზატ. N75-N99-ის ჩათვლით; ქვემო ალექსევკას; ლოლაძის ქუჩას; იუმაშევის ქუჩას; ნახუცრიშვილის ქუჩას; ლეონტი მროველის ქუჩას; ქიზიყის ქუჩას N27- N45-ის ჩათვლით.

ვაკის რაიონში:

6 ოქტომბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, თ.ნადარეიშვილის ქუჩაზე,  წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 6 ოქტომბერს 13:00 საათიდან 7 ოქტომბრის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის  რაიონში:

თ.ნადარეიშვილის, კამანის, ი.აბულაძის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×