რეზონანსი
06.10.2023

ჩხოროწყუს სამ სკოლაში მასწავლებლები გაიფიცნენ. ისინი მოსწავლეებთან ერთად აპროტესტებენ ახალი სკოლის დირექტორების არჩევას და ძველების თანამდებობიდან გადაყენებას.

საუბრობენ პოლიტიკურ მოტივზეც. პროტესტის მონაწილეები შესაბამისი უწყებებისგან პასუხს და რეაგირებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საგაკვეთილო პროცესის ჩაშლას ორშაბათსაც აანონსებენ.

ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლაშიც პროტესტისთვის ემზადებიან. მოსწავლეები და მათ მშობლები სკოლის დირექტორის მხარდასაჭერად ერთიანდებიან. ადგილობრივების ინფორმაციით, ტარიელ კალანდაძე სადამსჯელო ოპერაციის მსხვერპლი გახდა.

სოციალურ ქსელში, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკმაყოფილობაა ქუთაისის სკოლებშიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×