რეზონანსი
06.10.2023

პოლიციამ თბილისში, დადიანის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ოქტომბერს, ბრალდებულმა თბილისში, დადიანის ქუჩაზე მდებარე სარდაფში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეგობარს - 1981 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს., რის შემდგომაც ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული

ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ა.შ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×