რეზონანსი
06.10.2023

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე, და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბუ­ლი მი­ხე­ილ კა­ლან­დია "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ცი­ხი­დან წე­რილს უგ­ზავ­ნის.

N 16 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან კა­ლან­დია სა­ა­გენ­ტოს­თვის გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში პრე­ზი­დენ­ტის­თვის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის­თვის შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თვა­ზე, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ზე და ცი­ხე­ში გა­ტა­რე­ბულ წლებ­ზე სა­უბ­რობს.

კა­ლან­დი­ას გან­მარ­ტე­ბით, მას სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის­თვის, რო­გორც და­ნა­შა­უ­ლის მომ­ნა­ნი­ე­ბელ მსჯავ­რდე­ბულს არ მი­უ­მარ­თავს. ის მი­იჩ­ნევს, რომ ცი­ხე­ში "უკა­ნო­ნოდ ჰყავთ გა­მომ­წყვდე­უ­ლი".

მსჯავ­რდე­ბუ­ლი პა­ტი­მა­რი ასე­ვე აცხა­დებს, რომ მან პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო და სა­კუ­თა­რი ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე სტრას­ბურ­გში ბრძო­ლას თა­ვად აპი­რებს.

"გი­სო­სებს მიღ­მა ჩემი ცხოვ­რე­ბა არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა სხვა მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბის­გან. და­ვამ­თავ­რე იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი და კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯით მი­ვუ­ახ­ლოვ­დი პრო­კუ­რო­რო­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, ამ "და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი" სის­ტე­მის შეც­ვლას, ასე­ვე შე­ვის­წავ­ლე ფრან­გუ­ლი ენა, რათა ფრან­გუ­ლად შევ­ძლო სა­კუ­თა­რი თა­ვის დაც­ვა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში", - აცხა­დებს კა­ლან­დია.

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფიქ­რის შე­დე­გად, სა­კუ­თარ ქმე­დე­ბებ­ში ვერც სა­მარ­თლებ­რი­ვი და ვერც მო­რა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ვერ და­ი­ნა­ხა.

"6 წე­ლია გა­სუ­ლი და ბევ­რი მაქვს ნა­ფიქ­რი იმ დღის შე­სა­ხებ, ბევ­რჯერ მიც­დია კრი­ტი­კუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ჩემი თა­ვის მი­მართ და მე­პო­ვა შეც­დო­მა რო­მე­ლი­მე ჩემს ქმე­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც ან სა­მარ­თლებ­რივ, ან მო­რა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მა­ინც და­მა­კის­რებ­და, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. არც ერთ ჩემს ქმე­დე­ბას არ ვნა­ნობ, ვი­ნა­ი­დან არა­ფე­რი მიქ­ნია ისე­თი, რაც ან კა­ნონს და­არ­ღვევ­და, ან ჩემს მო­რა­ლურ პრინ­ცი­პებ­ში არ ჩაჯ­დე­ბო­და. მე მხო­ლოდ ჩემი უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი მე­გობ­რის დახ­მა­რე­ბას ვცდი­ლობ­დი შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით, ეს იყო და ეს.

ჩემი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე უკვე გაგ­ზავ­ნი­ლია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში და ვე­ლო­დე­ბით, თუ რო­დის და­ი­წყე­ბა საქ­მის გან­ხილ­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა დარ­ღვე­ვებს, აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის არ­სე­ბო­ბა უკვე უდი­დე­სი დარ­ღვე­ვა არის, ვი­ნა­ი­დან ჩემი და­კა­ვე­ბა არ გა­მო­უწ­ვე­ვია მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბას, ჩემი და­კა­ვე­ბა გა­მო­იწ­ვია პო­ლი­ტი­კურ­მა დაკ­ვე­თამ, შე­სა­ბა­მი­სად, მთე­ლი საქ­მის მსვლე­ლო­ბი­სას არ ყო­ფი­ლა არც ერთი წამი, რო­მე­ლიც დარ­ღვე­ვა არ იქ­ნე­ბო­და. და­ირ­ღვა სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბა, და­ირ­ღვა უშუ­ა­ლო­ბის პრინ­ცი­პი, შე­მე­ლა­ხა ღირ­სე­ბა, მო­მად­გა მო­რა­ლუ­რი და რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი ზი­ა­ნი, თა­ვი­სუფ­ლე­ბა აღ­მეკ­ვე­თა უკა­ნო­ნოდ წლო­ბით და ა.შ. მე მგო­ნი ერთ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე საკ­მა­რი­სია", - აცხა­დებს კა­ლან­დია.

რო­გორც ის წე­რი­ლის ბო­ლოს დას­ძენს, მხო­ლოდ პრე­ზი­დენტს შე­უძ­ლია, "მას შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცეს უკვე თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან იბ­რძო­ლოს მისი სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად.

"პრე­ზი­დენ­ტთან უკვე გა­ვაგ­ზავ­ნე წე­რი­ლი შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნის შე­სა­ხებ, თუმ­ცა, მინ­და აუ­ცი­ლებ­ლად ხაზი გა­ვუს­ვა, რომ ეს არ არის და­ნა­შა­უ­ლის მომ­ნა­ნი­ე­ბე­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლის შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნა, ეს არის ცი­ხე­ში უკა­ნო­ნოდ გა­მომ­წყვდე­უ­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის მებ­რძო­ლი პა­ტიმ­რის შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნა. ამ წე­რილ­ში და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი მაქვს, რომ პრე­ზი­დენტს შე­უძ­ლია თა­ვი­სი ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით აღ­კვე­თოს სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ჩა­დე­ნი­ლი დარ­ღვე­ვე­ბი და მე მომ­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან გა­ვაგ­რძე­ლო ჩემი სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად ბრძო­ლა. სწო­რედ ეს იყო მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც მივ­მარ­თე პრე­ზი­დენტს და მო­ლო­დი­ნი მაქვს, რომ პრე­ზი­დენ­ტი და­მეხ­მა­რე­ბა უდი­დე­სი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გას ამ საქ­მე­ზე სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის­კენ", - აცხა­დებს კა­ლან­დია.

ცნო­ბის­თვის, 2017 წლის პირ­ველ დე­კემ­ბერს, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას და­ვით სა­რა­ლი­ძი­სა და ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბის­თვის გი­ორ­გი ჯა­ნა­შია, მი­ხე­ილ კა­ლან­დია და გი­ორ­გი მე­ნაბ­დე და­ა­კა­ვეს.

მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას ქვეყ­ნის სა­მი­ვე ინ­სტან­ცი­ის მიერ 11 წე­ლი­თა და 3 თვის ვა­დით აქვს პა­ტიმ­რო­ბა მის­ჯი­ლი, გი­ორ­გი მე­ნაბ­დეს 10 წლი­თა და 6 თვის ვა­დით.

რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ას, მან პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ტო­ვა. მას საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე 4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი. ჯა­ნა­შია ე.წ. უდოს კო­მი­სი­ამ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

და­ვით სა­რა­ლი­ძეს­თან ერ­თად მოკ­ლუ­ლი მო­ზარ­დის, ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე სას­ჯელს გუგა ბარ­ბა­ქა­ძე იხ­დის. მას თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 11 წლი­თა და 3 თვის ვა­დით აქვს მის­ჯი­ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×