რეზონანსი
06.10.2023

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობა მოკლე ვადით დაიკავოს. მიმდინარე კვირაში წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კევინ მაკარტის სპიკერის თანამდებობიდან გადაყენებას.

"თუ ისინი ხმებს ვერ მიიღებენ, მკითხეს, განვიხილავდი თუ არა [წარმომადგენელთა პალატის] სპიკერის თანამდებობის დაკავებას მანამ, სანამ ვინმეს უფრო ხანგრძლივი ვადით არ აირჩევენ, რადგან 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებ. საჭიროების შემთხვევაში გავაკეთებ [ამას], თუ ისინი ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ამას მხოლოდ პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე გავაკეთებ", - აღნიშნა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×