რეზონანსი
06.10.2023

გერ­მა­ნი­ი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ათე­უ­ლო­ბით მო­ქა­ლა­ქის დე­პორ­ტა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. რო­გორც ისი­ნი მე­დი­ას­თან აღ­ნიშ­ნა­ვენ, ზუს­ტი მი­ზე­ზი უც­ნო­ბია, თუმ­ცა მათ უთხრეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო უსაფრ­თხო ქვე­ყა­ნაა.

"სა­ერ­თოდ არა­ფე­რი მი­თხრეს, არა­ფე­რი ვი­ცო­დი. და­ა­კა­კუ­ნეს და გვი­თხრეს, უნდა გა­გიშ­ვათ, თქვე­ნი ქვე­ყა­ნა გი­თხოვთ, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ხარ­თო, რა­ნა­ი­რად ვართ უზ­რინ­ველ­ყო­ფი­ლი. ქუ­ჩა­ში ვარ ამ სა­ღა­მოს. უსაფრ­თხოა თქვე­ნი ქვე­ყა­ნაო", - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ.

კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე აცხა­დებს, რომ დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა საკ­მა­ოდ დი­დია.

"ყვე­ლა­ფე­რი გავ­ყი­დეთ სო­ფელ­ში, ბავ­შვი ჩა­ვიყ­ვა­ნეთ. წუ­ხელ დაგ­ვად­გნენ, დე­პორ­ტი გაქვთ, უნდა წახ­ვი­დე­თო. ხუთ წუთ­ში გაგ­ვა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნეს ოთა­ხი. ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, ათ რი­ცხვში ექი­მის მი­მარ­თვა გვქონ­და, ოპე­რა­ცია უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. იმ­დე­ნი ხალ­ხი წა­მო­ვი­და ბავ­შვე­ბი­ა­ნად", - გა­ნა­ცხა­და კი­დევ ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×