რეზონანსი
05.10.2023

რასაც ვუყურეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ცოდვის ტირილია , - ამის შესახებ „ქრონიკასთან" „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ორივე წარმომადგენელს შევუწყვეტდი უფლებამოსილებას - ისინი პრაქტიკულად პირდაპირ მტკიცებულებებს აწვდიან სასამართლოს პრეზიდენტის საწინააღმდეგოდ", - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ წარდგინების განხილვა დაასრულა. პლენუმის დასკვნა პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში გადაეგზავნება, ასევე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე.

სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×