რეზონანსი
03.10.2023

ძლიერმა წვიმამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა - დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ეზოები, ქუჩები და საკარმიდამო ნაკვეთები; დაზიანდა საჯარო ინფრასტრუქტურა, - ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდანვე ჩართულია მერიის მომსახურების ცენტრი, მუნიციპალური ინსპექცია და ტექნიკა, გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

„ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომლები სოფელ ორმეთში მუშაობენ ელექტროენერგიის აღსადგენად. სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში ელექტროენერგიის მიწოდება ამ დროისთვის აღდგენილია.

ვთხოვთ თანამოქალაქეებს, შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად დაუკავშირდნენ სოფლებში მერის წარმომადგენლებს, ან გვაცნობეთ ცხელი ხაზის მეშვეობით: 511 240 040"- აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×