რეზონანსი
01.10.2023

ოპოზიციაში ხელოვნურად დაგვიტოვეს ისეთი ძალა, რომელიც მძიმე წარსულით იყო დატვირთული. ეს ჩვენს ქვეყანას დღემდე ტოვებს ე.წ. პოლარიზაციის, ანუ რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეში, - განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მისი თქმით, ე.წ. კოჰაბიტაცია და პოლარიზაცია სამწუხაროდ, გარედან თავს მოხვეული მდგომარეობაა.

„რეალურად, 2012 წლის შემდეგ სერიოზული დაბრკოლებები იყო. პირველ რიგში, ეს დაბრკოლება იყო ის, რომ ოპოზიციაში ხელოვნურად დაგვიტოვეს ისეთი ძალა, რომელიც მძიმე წარსულით იყო დატვირთული. რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ქვეყანას დღემდე ტოვებს ე.წ. პოლარიზაციის, ანუ რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეში, რაც ხელშემშლელი ფაქტორია და თამამად ვიტყვი, ეს არის გარედან თავს მოხვეული მდგომარეობა. ე.წ. კოჰაბიტაცია და პოლარიზაცია სამწუხაროდ, არის გარედან თავს მოხვეული მდგომარეობა. თავს მოხვეულია იმ ძალების მხრიდან, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მიმართ კეთილგანწყობილი არ არიან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×