რეზონანსი
30.09.2023

2023 წლის აგვისტოში თბილისში 3,287 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 2022 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე 6%-ით ნაკლებია. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის" კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, საშუალო გასაყიდი ფასი წინა თვესთან შედარებით უცვლელი დარჩა და კვ.მეტრის ღირებულებამ 1 161 დოლარი შეადგინა, ხოლო წლიურ ჭრილში მაჩვენებელი 19%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ქირას, კვლევის თანახმად, გასაქირავებელი ფასი 12.3 დოლარს გაუტოლდა კვ.მეტრზე, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 37%-ით მაღალია.

„თიბისი კაპიტალის" ცნობით, უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ 252 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და წლიურ ჭრილში 12%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×