რეზონანსი
29.09.2023

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ გუ­რი­ა­ში, ჩო­ხა­ტა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გო­გო­ლე­სუ­ბან­ში ახალ­გაზ­რდა ბიჭი მოკ­ლეს. მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა 23 წლის ავ­თან­დილ სი­ხა­რუ­ლი­ძეა. სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე კი ად­გი­ლობ­რი­ვია, რო­მელ­მაც 4-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა 3 თვის წინ და­ტო­ვა. ის სას­ჯელს პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმის­თვის იხ­დი­და. ცნო­ბი­ლია, რომ ის ვა­და­ზე 3 წლით ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

დამ­ნა­შა­ვეს პო­ლი­ცია ამ დრომ­დე ეძებს.

„ამბები“ და­ვით სი­ხა­რუ­ლი­ძეს ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც ჩო­ხა­ტა­უ­რის მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია სო­ფელ გო­გო­ლე­სუ­ბან­ში:

"ავ­თან­დილ სი­ხა­რუ­ლი­ძე ჩემი მე­გობ­რის შვი­ლია, ის შუა­ა­მაღ­ლე­ბა­ში ცხოვ­რობ­და, მკვლე­ლო­ბა კი გო­გო­ლე­სუ­ბან­ში მოხ­და. რა­ტომ გა­ი­მე­ტა, მო­ტივ­ზე არა­ფე­რი ვიცი. რა გი­თხრათ, მთე­ლი სო­ფე­ლი შეძრწუ­ნე­ბუ­ლია, კა­ტას­ტრო­ფა მოხ­და სო­ფელ­ში. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბიჭი ცივი ია­რა­ღი­თაა მოკ­ლუ­ლი. მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბა ჩემ­თვის უც­ნო­ბია. რას მოჰ­ყვა შე­ლა­პა­რა­კე­ბა, ან მკვლე­ლო­ბის მოწ­მე­ე­ბი არი­ან თუ არა, არც ეგ ვი­ცით. სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა ად­გილ­ზე...“

"გუ­შინ 27 სექ­ტემ­ბერს ჯვარ­თა­მაღ­ლე­ბას და­ბა­დე­ბის დღე ჰქონ­და, რო­გო­რი სი­ხა­რუ­ლით და ბედ­ნი­ე­რე­ბით აღ­ნიშ­ნა 23 წლის შეს­რუ­ლე­ბა და დღეს "ალა­ვერ­დო­ბას" სი­ცო­ცხლე მო­უს­წრა­ფეს..." - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შოთო სი­ხა­რუ­ლი­ძე.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×