რეზონანსი
29.09.2023

28 სექტემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუგარეთთან ავარია მოხდა. თვითმხილველების თქმით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ავტომობილში მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა სასწრაფო–სამედიცინო დახმარების სამსახურმა ორი დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

„ავტომობილის ასწრებდა და მოპირდაპირე მხარეს ბორდიურს შეეჯახა, რამდენჯერმე ამოყირავდა და სახურავზე დაეცა. მანქანაში ოჯახი იმყოფებოდა, ცოლ–ქმარი და ბავშვი“, – უთხრა თვითმხილველმა „სამხრეთის კარიბჭესთან“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×