რეზონანსი
28.09.2023

სომხეთის მთავრობა ყარაბაღიდან სომხეთში იძულებით გადაადგილებული პირებს, გადაუდებელ საჭიროებისთვის, თითოეულს 100 ათას დრამს (დაახლოებით 255 დოლარი) გამოუყოფს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" დაწერა.

„მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებული ჩვენი ძმებისა და დების გადაუდებელი საჭიროებისთვის, ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თითოეული მათგანისთვის, განურჩევლად მათი ასაკისა, 100 ათას დრამს გამოვყოფთ", - წერს ფაშინიანი.

მისი ცნობით, თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით დეტალებს სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატრიანი წარადგენს.

სომხური მხარის მონაცემებით, ყარაბაღიდან სომხეთში 75 ათასი ეთნიკური სომეხი გადავიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×