რეზონანსი
28.09.2023

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ვიღაცებს მართლა უნდა უკრაინიზაცია, ავღანეთიზაცია, შეიძლება სირიის სცენარის გამეორება, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ყველას გავცემთ საკადრის პასუხს

როგორც ის განმარტავს, მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში, აქ „უბედურება იქნებოდა".

„კრიტიკას ვერ მივიღებ იმ ადამიანებისგან, რომლებმაც მიზანმიმართულად, გააზრებულად უღალატეს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და არა ერთგზის, დღესაც ღალატობენ. როცა ამბობენ, რომ მეორე ფრონტი გაიხსნას, ამას ყოფილი მინისტრი, ბატონო ვანო მერაბიშვილი ღიად ამბობს, თუ ისინი ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, მეორე ფრონტს გახსნიან თურმე. ვინმეს თუ წარმოუდგენია, ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა რას გულისხმობს და რა შედეგს მოუტანს და მოუტანდა ჩვენს ხალხს? ახლა რომ გადაადგილდებით მშვიდად, აქ უბედურება იქნებოდა, ვიღაცებს მართლა უნდა უკაინიზაცია, ავღანეთიზაცია, შეიძლება სირიის სცენარის გამეორება, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ყველას გავცემთ საკადრის პასუხს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×