რეზონანსი
28.09.2023

 აქვს თუ არა მოლოდინი რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწალებს? - პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ  თალაკვაძის აზრით, რაც არ უნდა მოხდეს, ეს საქართველოს მომავალზე, მშვიდობასა და ეკონომიკურ განვითარებაზე გავლენას ვერ მოახდენს.

„მან აჩვენა, რომ ლიდერი არ არის. საკუთარი თანაპარტიელებისგან განსხვავებით, სააკაშვილმა აჩვენა, რომ 2 თვეც კი არ შეუძლია, პატიმრობაში დაყოს იმ მძიმე დანაშაულების გამო, რაზედაც მსჯავრდებული იყო – მაშინ, როდესაც მისი მეგობრები წლობით იმყოფებოდნენ პატიმრობაში… 2008 წელს გორში თვითმფრინავის ხმაზე გაქცევის შემდეგ, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ რეალურად, მათი ლიდერი ლიდერი არ არის.

შესაძლოა, ის ყველაზე სუსტიც კი არის იმ პოლიტიკოსებს შორის, ვინც პასუხისგებაში მიეცა იმ დანაშაულების გამო, რომელსაც პოლიტიკურად სააკაშვილი ხელმძღვანელობდა. როგორც ლიდერი, დღეს სააკაშვილი ყველაზე დაბალი პოლიტიკური ძალის მქონეა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×