რეზონანსი
27.09.2023

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიესალმა უკრაინის კონტრშეტევის სტაბილურ პროგრესს, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთის მიზნები უკრაინის წინააღმდეგ ომში არ შეცვლილა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ლატვიის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ „ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშნებს, რომ პუტინის მიზნები შეიცვალა" და დასძინა, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ რჩება ყველაზე დიდ საფრთხედ უსაფრთხოებისთვის.

ის მიესალმა ნატოს წევრების მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც აძლიერებს უკრაინის შესაძლებლობას, უკან დაახევინოს რუსულ ძალებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×